Apple-ი ჭკვიან ბეჭედს ქმნის, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას გააკონტროლებს

Apple ავითარებს ჭკვიან ბეჭედს, რომელიც შეიძლება Apple Watch-ის ალტერნატივა გახდეს და თავის თავზე აიღოს მომხმარებლის ჯანმრთელობისა და საქმიანობის მონიტორინგის ფუნქციები. მსგავსი მოწყობილობა Patently Apple-მა შეერთებული შტატების საპატენტო და სავაჭრო ნიშნების ოფისის მონაცემთა ბაზაში (USPTO) აღმოაჩინა.
დოკუმენტის მიხედვით, Apple-ის ახალ პროდუქტს შეეძლება თვალყური ადევნოს მფლობელის გულისცემას, სისხლში ჟანგბადის დონეს, არტერიულ წნევას და სხვა რიგ პარამეტრებს. ასევე ვარაუდობენ, რომ ბეჭედს ექნება პატარა OLED ეკრანი და საინდიკატორო შუქებს.
გარდა ამისა, მას ექნება უსადენო თავსებადობა Apple-ის სხვა მობილურ მოწყობილობებთან კონტენტის უფრო მოსახერხებელი მართვისთვის ჟესტებისა და ბეჭდის სენსორული ზედაპირის გამოყენებით.
და ბოლოს, შესაძლოა, Apple-ის ჭკვიანმა ბეჭედმა მომხმარებელს მისცეს საშუალება, რომ განახორციელოს უკონტაქტო გადახდები მაღაზიებში. ახალი მოწყობილობის გამოშვების თარიღი ჯერ არ გამოცხადებულა.