ანატოლი ბერძენიშვილის ადვოკატები პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ

ახმედ ჩატაევის მხარდაჭერის ბრალდებით დაკავებული ანატოლი ბერძენიშვილის ადვოკატები საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. ბერძენიშვილის ადვოკატის, მაია სირაძის განცხადებით, მოსამართლე მხოლოდ ორი მოწმის ჩვენებას დაეყრდნო, რომელიც მისივე თქმით, ურთიერთსაწინააღმდეგოა.

აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა შეუფარდა სასამართლომ. არანაირი მტკიცებულება ბრალდების მხარეს ჩვენთვის არ წარმოუდგენია, არც ვიდეო, არც ფოტომასალები, მხოლოდ და მხოლოდ ორი ჩვენებაა, ურთიერთსაწინააღმდეგო. აუცილებლად გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში“,-განაცხადა მაია სირაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ანატოლი ბერძენიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. პროცესი დახურული იყო. წინასასამართლო სხდომა 22 თებერვლისთვის ჩაინიშნა.

 

">