„ანა სუბელიანი გამოიკითხება და შემდგომ ჩავატარებთ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს“

საგამოძიებო უწყებაში „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ერთ-ერთი აქტივისტის ანა სუბელიანის დაბარებას შს მინისტრის მოადგილე გამოეხმაურა. ნათია მეზვრიშვილის თქმით, გამოძიება მუქარის მუხლით დაიწყო და მისი გამოკითხვის შემდეგ შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდება.

შსს-მ დღეს დაიწყო გამოძიება მუქარის მუხლით, ანა სუბელიანი დაბარებული იქნება პოლიციის განყოფილებაში, გამოიკითხება და შემდგომ ჩავატარებთ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს“,-განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ანა სუბელიანი შინაგან საქმეთა სამინისტროში სოციალურ ქსელში გამოთქმული მუქარების გამო დაიბარეს. სუბელიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ არა მარტო მას, მის შვილსაც ემუქრებიან.

">