ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ

თემქაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ პირს, პოლიციის მთავარი სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორში ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ. ანა ნაცვლიშვილის მეგობარი გუშინ, რამდენიმე საათიანი დაკითხვის შემდეგ დააკავეს.

21 წლის ანა ნაცვლიშვილი გუშინ გარდაცვლილი იპოვეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილ გოგონას სხეულზე ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება. მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.