ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უჩივის

თბილისის საქალაქო სასამართლოში იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არამოსამართლე წევრის ანა დოლიძის სარჩელის განხილვა იწყება. დოლიძე იუსტიციის საბჭოს მიერ, რამდენიმე თვის წინ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვს, მაშინ კოლეგიურმა ორგანომ  დოლიძეს უვადო მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებაში მონაწილეობის უფლება არ მისცა. ანა დოლიძის ინტერესებს სასამართლოში საია იცავს.

„ეს შეიძლება გახდეს არა ეთი და ორი შემთხვევა, ეს შეიძლება გახდეს ტენდენცია, ასევე იმის საფუძველი, რომ მუდმივად, საბჭოს წევრს ჰქონდეს იმის განცდა, რომ თუ კი ის ღიად ისაუბრებს პრობლემებსა და გამოწვევებზე, შესაძლოა ისეთ მნიშვნელოვან პროცესში, რომელიც დაკავშირებულია მოსამართლეების შერჩევასთან, მოხდეს მისი აცილება და მან ვერ შეასრულოს მასზე დაკისრებული უფლებამოსილება“,-განაცხადა საია-ს თავმჯდომარემ სულხან სალაძე.

">