„ამომრჩეველმა ორიანი დაუწერა „ქართულ ოცნებას“ ზაზა სარალიძის ტკივილისთვის, ომის ჩვენთვის დაბრალებისთვის, განათლების მაგივრად კანაფის პოპილარიზაციისთვის, თეა წულუკიანის სარკაზმისთვის„

წადით ახლა, გადაშალეთ მათემატიკის წიგნი, ციფრებს დახედეთ და იმეცადინეთ,-ასე გამოეხმაურა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს.

„გუშინ ამომრჩეველმა 2 დაუწერა და საშემოდგომო გამოაყოლა „ქართულ ოცნებას“ ზაზა სარალიძის ტკივილისთვის, ვანო ზარდიაშვილის მორალისთვის, აფგან მუხთარლის თბილისიდან გაქრობისთვის, 2008 წლის ომის ჩვენთვის დაბრალებისთვის, მურუსიძის სამართლისთვის, გაღარიბებისთვის და გამდიდრებული ბანკებისთვის, 400 ლარიანი მონური სამსახურებისთვის, მიშვებული პროკურატურისთვის, უღირსი სიბერისთვის, განათლების მაგივრად კანაფის პოპილარიზაციისთვის, თეა წულუკიანის სარკაზმისთვის, სესიაშვილის სასახლისთვის, საკუთარი ბანკირების მინისტრებად დანიშვნისთვის, უმუშევრობის და აყვავებული ნეპოტიზმისთვის, კობახიძის თავხედობისთვის. წადით ახლა, გადაშალეთ მათემატიკის წიგნი, ციფრებს დახედეთ და იმეცადინეთ“,-წერს დოლიძე „ფეისბუქის“ გვერდზე.

გუშინ ამომრჩეველმა 2 იანი დაუწერა და საშემოდგომო გამოაყოლა ქართულ ოცნებას ზაზა სარალიძის ტკივილისთვის, ვანო ზარდიაშვილის…

Posted by ანა დოლიძე Anna Dolidze on კვირა, 28 ოქტომბერი, 2018

">