„ამისი ხუმრობებში გატარება და ლევან ყიფიანის ბოდვებში გატარება მე მგონი, არ ღირს“

„რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერებს „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი დავით ჭიჭინაძე გამოეხმაურა. დეპუტატის განცხადებით, ხელისუფლება ზოგადად რეალურად არ აღიქვამს იმ საფრთხეებს, რაც შეიძლება ასეთ საუბარს მოჰყვეს.

„ამისი ხუმრობებში გატარება და ლევან ყიფიანის ბოდვებში გატარება მე მგონი, არ ღირს. რასაც ჩვენ ვუყურებთ, მე მგონი, დაცინვაა საზოგადოების, თურმე სხედან და სპექტაკლებს დგამენ, ამით ვის აშინებდნენ. ხელისუფლება ზოგადად რეალურად არ აღიქვამს იმ საფრთხეებს, რაც შეიძლება ასეთ საუბარს მოჰყვეს, საზოგადოებაში ეს იწვევს ნიჰილიზმს. ლევან ყიფიანი მიდის და ამბობს, რომ თურმე რაღაც აფერისტულ კომბინაციებში ღებულობდა მონაწილეობას, რა მნიsვნელობა აქვს, ვის ატყუებ შენ, ან ამისთვის არის დასასჯელი ან ცრუ ჩვენებისთვის“,-განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

">