როგორი ამინდი იქნება მომდევნო დღეებში? – გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო მომდევნო დღეებში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, 4 იანვარს საქართველოში  თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი ნარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +13, +18, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +8, +13 გრადუსის ფარგლებში იქნება.

სინოპტოკოსების პროგნოზით, 5 – 6 იანვარს ზოგან იწვიმებს, მაღალმთაში მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +9, +14 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

7 იანვარს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე კვლავ შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

">