როგორი ამინდი იქნება 13 და 14 იანვარს – სინოპტიკოსების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო 13 და 14 იანვარს მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, 13 იანვარს საქართველოში ნალექიანი ამინდი ნარჩუნდება. მთაში და მაღალმთაში მოსალოდნელია თოვლიჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში  +4, +9 გრადუსია ნავარაუდევი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 14 იანვარს დასავლეთ საქართველოში შედარებით გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა +7, +12 გრადუსამდე მოიმატებს. ზემო იმერეთსა, კოლხეთის დაბლობზე და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

აღმოსავლეთ საქართველოში და დედაქალაქში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა 0, +5 გრადუსის ფარგლებში იქნება.

/</a></iframe>