„ამას რა ქვია? უგუნურობა? გიჟი პრეზიდენტის ახირება? თუ რაღაც უცნაური და გაუგებარი გარიგება ჩვენს საუკუნოვან მტერთან?“

პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. მან ჟურნალისტებთან 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზეც ისაუბრა.

„მინდა გამოვხატო ჩემი პატივისცემა და ტკივილი ამ გმირების საფლავებთან. სურვილი მინდა გამოვთქვა, რომ საქართველოს ეყოფა ამდენი მსხვერპლი, ამდენი წლის მანძილზე და განსაკუთრებით ბოლო საუკუნის მანძილზე – დაწყებული იუნკრებით და დამთავრებული 2008 წლის ომით. თუმცა ეს დამთავრებული არაა, რადგან ყოველდღიურად ვხედავთ გატაცებებს არარსებულ საზღვარზე და ეს არის ომი რომელიც გრძელდება. ეს არის საქართველოს გუშინდელი, დღევანდელი და ხვალინდელი ტრაგედია, სანამ საქართველო საბოლოოდ არ იქნება გაერთიანებული. ეს არის ის სიტყვები, რაც მინდოდა აქ მეთქვა.

თუ თქვენ გნებავთ კვალიფიკაცია, იმის თუ რა მოხდა, მაშინ მე სხვანაირად დავსვამ ამ კითხვას – როგორ კვალიფიკაცია უნდა მოხდეს, როდესაც დაიწყო საომარი მოქმედებები იმ დროს, როდესაც საქართველო არანაირი უპირატესობა არ ჰქონდა, იმ დროს როდესაც საქართველო გაფრთხილებული იყო მოკავშირეების მხრიდან, რომ სამხედრო ნაბიჯი არ გადაედგა და გაფრთხილებული იყო რომ არანაირი დახმარება არ იქნებოდა?

როდესაც შენ დახმარების იმედი არ გაქვს, უპირატესობა არ გაქვს, მოულოდნელობის ფაქტორი შენ მხარეს არ არის, როდესაც შენ იცი, რომ საზღვარზე მიმდინარეოს წვრთნები და იქ ასეულობით ჯავშანტექნიკა, ათასობით ჯარისკაცი დგას რუსეთის მხრიდან და რაღაცას ელოდება – როდესაც ეს ყველაფერი არის სახეზე, იმ მომენტში პროვოკაციაზე აყოლა და შენ ტერიტორიაზე, შენ მოსახლეობაზე მასიური დაბომბვის დაწყება – ამას რა ქვია? უგუნურობა? გიჟი პრეზიდენტის ახირება? თუ რაღაც უცნაური და გაუგებარი გარიგება ჩვენს საუკუნოვან მტერთან? ეს არის ის კითხვები, რომლებსაც თქვენ უნდა სვამდეთ და რომელზედაც ანალიტიკოსები და ჟურნალისტები უნდა ფიქრობდნენ და ცდილობდნენ რომ პასუხი გაეცეს, რადგან მომავალში ჯერ კიდევ შეიძლება აღმოვჩნდეთ სასტიკ სიტუაციაში, ვინაიდან უცვლელია ჩვენი მტერი, უცვლელია უკვე ერთი საუკუნეა, თუ არ ჩავთვლით რუსეთს იმპერიის ქმედებებს.

ჩვენ უნდა დავძლიოთ ოკუპანტი, იმპერიალისტი რუსეთი არა იმით, რაც არ გვაქვს – სამხედრო ძალით – არამედ ჭკუით და ერთად დგომით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

LIVE ⭕📌 პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on სამშაბათი, 07 აგვისტო, 2018

 

">