„ამ ომს უნდა ვუპასუხოთ“

რუსეთის პრემიერმინისტრმა დიმიტრი მედვედევმა აშშ-ს მიერ რუსთისთვის დაწესებული სანქციები ეკონომიკურ ომს შეადარა. ინფორმაციას რუსული ТАСС-ი ავრცელებს.

„მომავალ სანქციებზე კომენტარის გაკეთება არ მინდა, თუმცა ერთს ვიტყვი: თუ ამას მოჰყვება რაიმე ისეთი, როგორიცაა ბანკების საქმიანობისა ან რომელიმე ვალუტის შეზღუდვა, ეს იქნება პირდაპირ ეკონომიკური ომის გამოცხადების ტოლფასი“, – განაცხადა მედვედევმა.

როგორც რუსეთის პრემიერი აცხადებს, „ეკონომიკურ ომს“ რუსეთი პასუხს გასცემს.

„ამ ომს უნდა ვუპასუხოთ – ეკონომიკური გზებით, პოლიტიკური გზებით და თუ საჭირო გახდა, სხვა გზებითაც. ჩვენს ამერიკელ მეგობრებს ეს უნდა ესმოდეთ“, – განაცხადა მედვედევმა.

აშშ-მ რუსეთს სანქციები დიდი ბრიტანეთში მამა-შვილი სკრიპალების მოწამვლის გამო დაუწესა.

 

/</a></iframe>