„ამ აქციამ, უფრო სწორად, მისმა რეზულტატმა, გააძლიერა საქართველოში ფაშიზმი“

ამ აქციამ, უფრო სწორად, მისმა რეზულტატმა, გააძლიერა საქართველოში ფაშიზმი და მისი მფარველი უწყებები – შსს და სუსი, ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა.

„დღევანდელი ხელისუფლების მიერ აქციის დარბევის პარადიგმა შემდეგია:
ოფიციალური ძალოვანი უწყებები არ არბევენ (ჯერ), სამაგიეროდ უშვებენ არაოფიციალურ ფაშისტურ-აგენტურულ ორგანიზაციებს (უკვე მათი არსებობა შემდგარი დანაშაულია), რისი მეშვეობითაც ახდენენ სიტუაციის ესკალაციას და მერე აძლევენ აქციის მოაწილეებს შეთავაზება/ულტიმატუმს: ან თქვენით დაიშალეთ, ან ესენი დაგასისხლიანებენ და ჩვენ ვერ დაგეხმარებით (რაც ნიშნავს “არ დაგეხმარებით”).
ჯერჯერობით აქცია დაიშალა (მიზეზს არა აქვს ამჯერად მნიშვნელობა) და არ დადგა აქციაზე ორკების მიშვების საჭიროება. არ დაიშლებიან და რას იზამს შსს და მისი უკანონო ფაშისტური დანაყოფი, არ ვიცით, იმიტომ რომ ჯერ არავის არ ეყო გამბედაობა, კანონიერი უფლება და ინტერესი ბოლომდე დაეცვა

ps ამ აქციის ლიდერებმა დღეს, არჩევანში, მთლად საოცრება თქვეს: პოლარიზაციას მოვერიდეთო. ვისთან პოლარიზაციას? ფაშისტებთან პოლარიზაციის მორიდება ფაშისტებთან კომპრომისი და მთავრობასთან კომფორმიზმია, ძვირფასებო, ესაა ფაშიზმისკენ გადადგმული შემხვედრი ნაბიჯი და ფაშისტური დიქტატურის დამყარებაში შეტანილი წვლილი. აი, ასე, პარადოქსულად, მაგრამ ამ აქციამ, უფრო სწორად, მისმა რეზულტატმა, გააძლიერა საქართველოში ფაშიზმი და მისი მფარველი უწყებები – შსს და სუსი“,-წერს გვარამია.

დღევანდელი ხელისუფლების მიერ აქციის დარბევის პარადიგმა შემდეგია:ოფიციალური ძალოვანი უწყებები არ არბევენ (ჯერ),…

Posted by Nika Gvaramia on 2018 წლის 15 მაისი, სამშაბათი

/</a></iframe>