ალპებში ჩამოწოლილ ზვავს მსხვერლი მოჰყვა

გერმანიიდან იტალიისკენ მიმავალ ალპებში ზვავს სულ მცირე 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ BBC წერს.

უქმეებზე უხვი ნალექის გამო ზვავსაშიშროებაა ავსტრიაში, გერმანიასა და იტალიაში.

ორჯერ ჩამოწოლილ ზვავს ავსტრიაში ორი გერმანელი მოთხილამურე ემსხვერპლა. მესამე ზალცბურგთან ახლოს იპოვეს დაღუპული.

მოთხილამურე დაიღუპა ბავარიაშიც. მას ხე დაეცა. ზვავმა იმსხვერპლა ზამთრის სპორტის ორი მოყვარული იტალიის ალპებშიც.

სამაშველო სამსახურებმა ცხედრები იპოვეს ტურინის ჩრდილოეთითაც. დაკარგულების ძებნა ამ დრომდე გრძელდება.

მანამდე მოთხილამურეები ზვავსაშიშროების გამო გააფრთხილეს. ამის გამო დაიკეტა მთის კურორტებზე მიმავალი რამდენიმე საავტომობილო გზაც.

">