„ჩანაწერების ოსტატი ყოფილა ეს კაცი, ყველას და ყველაფერს იწერდა და რატომღაც ეს ჩანაწერი არ აქვს“

რაც შეეხება მედიაზე ზეწოლას და ბიზნესზე ზეწოლას, ეს საერთოდ ღიმილს იწვევს, -ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა მმართველ გუნდთან დახურულ შეხვედრაზე განაცხადა. კადრები შეხვედრიდან პარტიის პრესსამსახურმა გაავრცელა.

„რაც შეეხება მედიაზე ზეწოლას და ბიზნესზე ზეწოლას, ეს საერთოდ ღიმილს იწვევს, ალბათ წუხანდელი გადაცემაც ნახეთ, რას ცდილობდა და სად წავიდა ეს კაცი. მე მართლაც შევხვდი მას ერთხელ და მართლაც დავეხმარეთ ჩვენ ისევე, როგორც ვეხმარებით ყველა ბიზნესს და მე ეს ვალდებულება დღესაც გამაჩინა, ნებისმიერი ბიზნესმენი, რომელიც მოდის ჩემამდე ან პრემიერამდე ან ხელისუფლების რომელიმე ნაწილთან, ყველას აქვს იგივე განცდა, ჩვენ მაქსიმალურად დავეხმაროთ ბიზნესს და ხელი შევუწყოთ.

სხვა დანარჩენი, გასაგებია, რომ ეს ღიმილისმომგვრელია მხოლოდ. ჩანაწერების ოსტატი ყოფილა ეს კაცი, ყველას და ყველაფერს იწერდა და რატომღაც ეს ჩანაწერი არ აქვს და თუ ვინმეს გკითხავენ წუხანდელ გადაცემაზე, უპასუხეთ, რომ გამოიტანოს ამ საუბრისა და შეხვედრის შესახებ  ჩანაწერი და გვაჩვენოს“,-განაცხადა ბიძნა ივანიშვილმა.

">