ალან დუნკანი: „მწუხარებით ვიხსენებთ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის 10 წლისთავს“

ალან დუნკანის სპეციალური ვიდეო მიმართვა 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის 10 წლის თავთან დაკავშირებით

"დღეს დიდი მწუხარებით ვიგონებთ 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ საქართველოს კონფლიქტის დროს დაღუპულებს. ათასობით იძულებით გადაადგილებული პირი ჯერ კიდევ ვერ ახერხებს საკუთარ სახლში დაბრუნებას. ტრაგედიაა, რომ საქართველო კვლავაც დაყოფილია".დიდი ბრიტანეთის ევროპის და ამერიკის საქმეთა მინისტრი ალან დუნკანი, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტიდან 10 წლის თავზე სპეციალურ ვიდეო მიმართვას ავრცელებს.

Posted by British Embassy Tbilisi on სამშაბათი, 07 აგვისტო, 2018

დიდი ბრიტანეთის ევროპისა და ამერიკის საქმეთა მინისტრის, ალან დუნკანის თქმით, ბრიტანეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ასევე მხარაჭერას უცხადებს საქართველოს მიერ ინიცირებულ სამშვიდობო ინიციატივას – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისთვის“. მის განცხადებას საქართველოში ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს.

„მწუხარებით ვიხსენებთ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის 10 წლისთავს. ვიგონებთ კონფლიქტში დაღუპულებს და იმ იძულებით გადაადგილებულ ათასობით ადამიანს, რომლებიც ჯერ კიდევ ვერ ახერხებენ საკუთარ სახლებში დაბრუნებას. ტრაგედიაა, რომ საქართველო ჯერ კიდევ გაყოფილია. შეშფოთებულები ვართ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ ვითარებაზე იმ რეგიონებში, სადაც საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, კონსტრუქციულად ჩაერთოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების ფორმატში. მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 6 პუნქტიანი შეთანხმებით აღებული ვალდებულებები“, – ნათქვამია ბრიტანეთის ევროპისა და ამერიკის საქმეთა მინისტრის განცხადებაში.

">