აკაკი ზოიძემ თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟენევაში იმყოფება, სადაც თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციის მერვე სესიაში იღებს მონაწილეობას.

კონფერენციის ფარგლებში, აკაკი ზოიძემ სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და თამბაქოს კონტროლის სფეროში, სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯებისა და ამ მიმართულებით, საქართველოში მიღწეული პროგრესის შესახებ ისაუბრა.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სამდივნოსა და სამუშაო ჯგუფებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა. აკაკი ზოიძემ ყურადღება თამბაქოს ნაწარმით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ოქმის ძალაში შესვლის მნიშვნელობაზე გაამახვილა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო სრულად ადასტურებს მზადყოფნას, შეუერთდეს საერთაშორისო ქსელს თამბაქოს ნაწარმით უკანონო ვაჭრობის აღსაკვეთად.

სიტყვით გამოსვლისას, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ სესიის მონაწილეებს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობა გააცნო.

„საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის წევრია 2006 წლიდან. თუმცა,  ამ დრომდე, მიუხედავად სხვადასხვა მცდელობისა, ნაწილობრივ კი პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებასთან დაკავშირებული გამოწვევებიდან გამომდინარე, ხელშეკრულების სრული იმპლემენტაციის მიმართულებით, პროგრესი უმნიშვნელო იყო.

მხარეთა ბოლო კონფერენციის შემდეგ, საქართველომ მოახდინა თავისი ძლიერი პოლიტიკური ნების დემონსტრირება, სერიოზული ძალისხმევა გაეწია ეროვნული თამბაქოს კონტროლის პოლიტიკის გაუმჯობესებისა და მისი საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად.

">