აკაკი ზოიძე: „მთავარია ადამიანების უფლებების და მდგომარეობის გაუმჯობესება და ისეთი სერვისების მიწოდება, რომლებიც მათ ღირსებას არ შელახავს”

ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დარგის სპეციალისტებთან ერთად,ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობაზე იმსჯელეს.

შეხვერდაზე ფსიქიკური ჯანდაცვის სისტემის განვითარების გრძელვადიანი და მოკლევადიანი ეტაპები, აგრეთვეფსიქიკური ჯანდაცვის რეფორმის ჭრილში, 2019 წლის ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის ძირითადიპრიორიტეტები განიხილეს, რომელიც 2015 წლის სტრატეგიული გეგმის მიხედვით ხორციელდება.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის თქმით, ფსიქიკურიჯანდაცვა არის სფერო, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურებისგან, არასამთავრობო ორგანიზაციებისგან თუსამედიცინო პერსონალისგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ამ კუთხით, მან ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს”როლი აღნიშნა, რომლის ფინანსური მხარდაჭერითაც ხორციელდება პროექტი – „ფსიქიკური ჯანდაცვისსტაციონარული, ამბულატორიული და სათემო სერვისების ხარისხის გაუმჯობესების მექანიზმის შექმნა”. კომიტეტისთავმჯდომარემ შეხვედრის მონაწილეებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მნიშვნელოვანია მენტალური ჯანმრთელობის თანამედროვე სტანდარტებს დაფუძნებული სერვისების მიწოდებისდანერგვა, რაც არის სათემო მომსახურება. საჭიროა მაქსიმალურად ახლოს მივიტანოთ ფსიქიკური ჯანმრთელობისმქონე პრობლემების პაციენტებთან ის სერვისები, რომლებიც მათ სჭირდებათ და ეს არ უნდა იყოს XX თუ შუასაუკუნეების დროს დანერგილი დოგმები, როდესაც ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე ადამიანები გამოკეტილი იყვნენსტაციონარებში”, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მისივე თქმით, მთავარია ადამიანების უფლებების და მდგომარეობის გაუმჯობესება და ისეთი სერვისების მიწოდება,რომლებიც მათ ღირსებას არ შელახავს. „ეს არის ძირითადი აქცენტი, ძირითადი არსი, რაც ჩვენმა მოქალაქეებმა უნდაიცოდნენ. ის, თუ როგორ ექცევა სახელმწიფო თავის ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პაციენტს, ხშირ შემთხვევაშიგანსაზღვრავს ქვეყნის იმიჯს, პრესტიჟს და ეს არის იმის ერთ-ერთი კარგი ინდიკატორი რამდენად განვითარებულიაქვეყანა და რამდენად ხდება იქ ადამიანის უფლებების დაცვა”, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

შეხვედრაზე სამოქმედო გეგმა განიხილეს, რომლის მიხედვითაც ჰოსპიტალსგარე ისეთი სათემო სერვისებისგანვითარება უნდა მოხდეს, როგორიც არის რეზიდენტული და დაცული საცხოვრისები. შეხვედრის მონაწილეებმაფსიქიატრებთან, ფსიქოლოგებთან და დარგის ექსპერტებთან ერთად, ასევე იმსჯელეს სამომავლოდ ფსიქიკურიჯანდაცვის დეინსტიტუციონალიზციის რეფორმის პროცესის დაჩქარებისათვის საჭირო ინტერვენციებზე, სათემოსერვისების განვითარებისკენ მიმართულ ღონისძიებებზე, აგრეთვე 2019 წელს განსახორციელებელ კონკრეტულაქტივობებზე.

აკაკი ზოიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სამოქმედო გეგმა მჭიდროდ დაუკავშირდეს დღევანდელ რეალობას,ამასთანავე როგორც მან აღნიშნა, სამუშაო ჯგუფს კომიტეტის მხრიდან მხარდაჭერა მომავალშიც ექნება.