აგრარულ საკითხთა კომიტეტმა „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტი განიხილა

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტი და კანონმდებლობით გათვალისწინებული თანდართული მასალები:

დოკუმენტი – „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2019-2022 წლებისათვის” და საქართველოს მთავრობის მოხსენება – „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ” განიხილა. მომხსენებლის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ბიუჯეტის პროექტი ეფუძნება იმ პროგრამას, რომელსაც რამდენიმე თვის წინ მხარი დაუჭირა საქართველოს პარლმენტმა, როდესაც მთავრობის დამტკიცებასთან ერთად წარმოდგენილი იყო სამთავრობო პროგრამა.

„სწორედ აღნიშნულ სამთავრობო პროგრამაზეა დაფუძნებული ბიუჯეტის პროექტი. მეორე მიმართულება, რაზედაც მაკროეკონომიკური მაჩვენებლებია დაფუძნებული, ეს არის საერთაშორისო სავალუტო ფონდთან გაფორმებული ხელშეკრულება – მათთან არსებული პროგრამა (EFF-გაფართოებული დაფინანსების მექანიზმი), რომელიც 2017 წლის აპრილში გაფორმდა და რომლის ძირითადი პრინციპებია: მიმდინარე ხარჯების შემცირება მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში, საბიუჯეტო დეფიციტის შემცირება და არსებული რესურსების მაქსიმალურად მიმართვა ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად”,-აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.

">