„აფგანი მედიისთვის მიცემული ინტერვიუების გამო ვადაზე ადრე დააბრუნეს ციხეში“

„აფგანი დადგენილ ვადაზე ადრე დააბრუნეს ციხეში, ეს იმ ინტერვიუებს უკავშირდება, რომელიც ჩემმა მეუღლემ ქართულ და აზერბაიჯანულ მედიას მისცა“,-ამის შესახებ აზერბაოჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მეუღლემ, ლეილა მუსტაფაევამ „რუსთავი2“-თან განაცხადა.

„ვფიქრობ, ამ ინტერვიუს შემდეგ ქართულმა მხარემ ზეწოლა მოახდინა აზერბაიჯანის ხელისუფლებაზე და მოითხოვა, რომ დროულად დაებრუნებინათ ის ციხეში, რადგან აფგანს ბევრი აღარ ელაპარაკა. აფგანმა ყველაფერი თქვა, საქართველოს პროკურატურა მუდმივად გამოთქვამდა პრეტენზიას, რომ აზერბაიჯანელი კოლეგები არ აძლევდნენ მათ აფგანის დაკითხვის საშუალებას, მაგრამ ახლა უკვე არსებობს აფგანის ინტერვიუ, რომელიც მათ ჩვენებად უნდა გამოიყენონ. ამის შემდეგ ქათულმა მხარემ უნდა გასცეს პასუხი ყველა შეკითხვას, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მუხთარლის საქმეს წმინდა პოლიტიკური მოტივი აქვს, რამდენი მასალაც არ უნდა დავუდოთ, ისინი ამ საქმეს მაინც არ გამოიძიებენ“,-განაცხადა მუსტაფაევამ.

">