„აფგან მუხთარლის გაუჩინარების გარემოებების გამოძიება არაეფექტურად მიმდინარეობს“

სახალხო დამცველის განცხადებით აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გაუჩინარების გარემოებებზე გამოძიება არაეფექტურად მიმდინარეობს., ნინო ლომჯარიას განცხადებით, ნებისმიერი ინფორმაცია, რაც შეიძლება მოპოვებული იქნას მედიის საშუალებით თუ დაკავებულ პირთან კონტაქტის საშუალებით, მნიშვნელოვანი უნდა იყოს გამოძიებისთვის.

აფგან მუხთარლის გაუჩინარების გარემოებების გამოძიება ნამდვილად არაეფექტურად მიმდინარეობს, ძალიან დიდი ხანია ჩვენ არაფერი გვსმენია გამოძიების მიმდინარეობის და იქ არსებული, თუნდაც რაიმე პროგრესის თაობაზე, ამიტომ ვფიქრობ, რომ არაეფექტურია ეს გამოძიება და ნებისმიერი ინფორმაცია, რაც შეიძლება მოპოვებული იქნას მედიის საშუალებით თუ დაკავებულ პირთან კონტაქტის საშუალებით, მნიშვნელოვანი უნდა იყოს გამოძიებისთვის და სათანადო ყურადღება მიექცეს, როდესაც განსაკუთრებით ის საუბრობს გატაცების გარემოებებზე, ვინაიდან მასთან დაკავშირება სხვა გზით, როგორც ჩანს, შეუძლებელია“,-განაცხადა ლომჯარიამ.