„საქართველოს მთავრობა, „ქართული ოცნება“ და პრემიერი კვირიკაშვილი არიან პასუხისმგებლები აფგანის უკანონო პატიმრობაზე“

ჩვენ უკვე მივმართეთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს აგვისტოში. მუხთარლის საქმე პრიორიტეტულ საქმეთა სიაში მოხვდა. ამიტომ გადაწყვეტილების ლოდინი დიდხანს არ მოგვიწევს, ამის შესახებ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარის მეუღლემ, ლეილა მუსტაფაევამ „რუსთავი 2“-თან განაცხადა.

„რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობა და პარტია „ქართული ოცნება“ პასუხისმგებელია აფგანის დაპატიმრებაზე, რადგან მისი გატაცება დაიგეგმა და განხორციელდა საქართველოში და შემდგომ პროცესი გაგრძელდა აზერბაიჯანში. მუხთარლიმ დაადასტურა, რომ საზღვარზე ის ქართველებმა გადაიყვანეს. დღემდე არც პოლიციას და არც პროკურატურას არ მოუხდენია რეაგირება ჩემს განცხადებაზე. დღემდე არ ვიცით, ვინ იყო ოფიციალურად ჩართული აფგანის გატაცების პროცესში. დარწმუნებული ვარ, რომ აფგანს შეუძლია ამ ადამიანების ამოცნობა. შესაბამისად, საქართველოს მთავრობა, „ქართული ოცნება“ და პირადად, პრემიერი კვირიკაშვილი არიან პასუხისმგებლები აფგანის უკანონო პატიმრობაზე“,-განაცხადა ლელია მუსტაფაევამ.

შეგახსენებთ, ბელაქნის სასამართლოაფგან მუხთარლის 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა. გამოძიება მას კონტრაბანდას, საზღვრის უკანონო კვეთას და მესაზღვრეების დაუმორჩილებლობას ედავება.