ADB: 2018 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.5%-ით გაიზრდება

აზიის განვითარების ბანკის პროგნოზით, 2018 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.5%-ით გაიზრდება. 2017 წელს ეკონომიკურმა ზრდამ დაახლოებით 5.0% შეადგინა. იგივე ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წელს ინფლაცია თითქმის განახევრდება და 3.5% იქნება, ნაცვლად 6%, რაც 2017 წელს იყო. როგორც ADB-ში აცხადებენ, აქციზის ზრდის გავლენა, რამაც პროდუქტებზე ფასების ზრდა გამოიწვია, 2018 წელს აღარ იქნება.

აზიის განვითარების ბანკის მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ ეროვნული ბანკის ლარიზაციის პოლიტიკით შემცირდა უცხოურ ვალუტაში აღებული სესხების რაოდენობა. ასევე შემცირებულია უცხოურ ვალუტაში დეპოზიტების მაჩვენებელიც.