ABC News – აშშ უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო Javelin-ებს გადასცემს

აშშ-ს პრეზიდენტის მრჩევლები დონალდ ტრამპს წარუდგენენ გეგმას, რომელიც უკრაინისთვის 47 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მაღალტექნოლოგიურ შეიარაღების გადაცემას გულისხმობს. ინფორმაციას ამის შესახებ ABC News-ი ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, გეგმა ითვალისწინებს უკრაინისთვის Javelin-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო სისტემების გადაცემასაც.

Javelin-ის თითო გამშვები სისტემა 126 ათასი დოლარი ღირს, ხოლო რაკეტა – 78 ათასი დოლარი.

ABC News-სთან საუბარში აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსპიკერი აღნიშნულ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებს, თუმცა, ტელეკომპანიის წყაროს ცნობით, საბჭომ უკვე დაამტკიცა პრეზიდენტისთვის წარსადგენი დოკუმენტი.

უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემა როგორც კონგრესმა, ასვე, პრეზიდენტმა უნდა დაამტკიცონ.

/</a></iframe>