Aamazon-მა „ბეჭდების ბრძანებლის“ მიხედვით, სერიალის გადაღების უფლება მოიპოვა

კომპანია Amazon-ის განცხადებით, მან ჯ.რ.რ. ტოლკინის წიგნის „ბეჭდების მბრძანებლის“ მიხედვით სერიალის გადაღების უფლება მოიპოვა. არსებული ინფორმაციით, ახალი სერიალი არაერთი სეზონი გაგრძელდება და ის Amazon Prime Original-ის მომხმარებლებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. სერიალი Tolkien Estate and Trust-სთან, HarperCollins-სთან და Warnet Bros.-ის ერთ-ერთ სტუდიასთან – New Line Cinema-სთან თანამშრომლობით შეიქმნება.

ბეჭდების მბრძანებელი კულტურული ფენომენია, რომელმაც დიდი გავლენა იქონია თაობებზე როგორც ლიტერატურაში, ასევე დიდი ეკრანზე. ჩვენთვის პატივია, ვმუშაობდეთ Tolkien Estate and Trust-სთან, HarperCollins-სთან და New Line Cinema-სთან და „ბეჭდების მბრძანებლის“ ფანებს კიდევ ერთხელ შევთავაზოთ ეპიკურ თავგადასავალში მონაწილეობა“, – განაცხადა Aamazon-ის წარმომადგენელმა შერონ ტალ იაგუდომ.

არსებული ინფორმაციით, სერიალში მოვლენები ტოლკინის ტრილოგიის პირველი წიგნის – „ბეჭდის საძმო“ სიუჟეტამდე განვითარდება.

ტოლკინის ნოველების მიხედვით რეჟისორ პიტერ ჯექსონის მიერ გადაღებულმა ფილმებმა ჯამში 17 ოსკარი მოიპოვეს. ასევე, მსოფლიოს მასშტაბით ფილმებმა ბილეთებისა, ხოლო მოგვიანებით DVD-სა და ონლაინ გაყიდვებით, 6 მილიარდი აშშ დოლარი მოაგროვეს.