NYT: რუსეთმა იარაღის სანაცვლოდ ჩრდ. კორეას საბანკო ანგარიში ოკუპირებულ ცხინვალში გაუხსნა

The New York Times-ი დაზვერვის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთმა საბრძოლო მასალის სანაცვლოდ ჩრდილოეთ კორეას წვდომა მისცა მსოფლიო ფინანსურ სისტემაზე და მოხსნა გაეროს სანქციების ფარგლებში დაწესებული ბლოკი ფხენიანის ზოგიერთ აქტივს.
როგორც გამოცემა წერს, ს ხელისუფლებამ ერთ-ერთ ფინანსურ ორგანოს მისცა უფლება ქვეყნის ბანკებში გაყინული 30 მილიონი დოლარიდან შეზღუდვა მოეხსნათ 9 მილიონისთვის. სავარაუდოდ, ამ თანხას ჩრდილოეთ კორეა ნავთობის შესაძენად დახარჯავს. ამას გარდა, წყაროები ამბობენ, რომ მოსკოვმა ფხენიანს მისცა უფლება გაეხსნათ საბანკო ანგარიში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ცხინვალის რეგიონში.
გამოცემასთან საუბარში ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რუსეთი ჩრდილოეთ კორეისთვის სანქციების არიდებას ფრთხილად ეცდება და თუ გაერო მოსკოვს საჩივრით მიმართავს, იტყვიან, რომ გაყინულ აქტივებს ბლოკი კერძო ბანკმა მოხსნა და ხელისუფლება არაფერ შუაშია.
როგორც The New York Times-ი წერს, ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა არ იციან ფხენიანისა და მოსკოვის შეთანხმების შინაარსი. თუმცა მათ აღნიშნეს, რომ -ში ელოდნენ, რომ ჩრდილოეთ კორეა იარაღის გადაცემის სანაცვლოდ მსგავს ფინანსურ ოპერაციებს მოითხოვდა.
ში მიმდინარე ომის ფონზე რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობა გაუმჯობესდა. 2023 წლის ოქტომბერში თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ფხენიანმა მოსკოვს შეიარაღება მიაწოდა. იანვრის დასაწყისში უკრაინაზე მიტანილი მასობრივი იერიშების დროს რუსეთმა სავარაუდოდ ჩრდილოეთ კორეაში ნაწარმოები ბალისტიკური რაკეტები გამოიყენა.
გასულ კვირებში ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი შეიძლება ჩრდილოეთ კორეას ესტუმროს. აქამდე, გასული წლის ოქტომბერში ამ ქვეყანაში ვიზიტით იმყოფებოდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, . 2023 წლის სექტემბერში ჩრდ. კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი რუსეთს ესტუმრა.