საფრანგეთი რუსეთის ელჩს განმარტების გასაკეთებლად იბარებს

საფრანგეთი ორშაბათს ს ელჩს გამოიძახებს მას შემდეგ, რაც ში რუსული დარტყმის შემდეგ ჰუმანიტარული ორგანიზაციის ორი ფრანგი თანამშრომელი დაიღუპა. აღნიშნულის შესახებ ახალი ამბების სააგენტო “როიტერს”, რომლის მასალასაც ეს სტატია ეყრდნობა, დიპლომატიურმა წყარომ განუცხადა.
1 თებერვალს, ხერსონის რეგიონში, რუსული დრონებით თავდასხმის შედეგად ორი ფრანგი მოხალისე დაიღუპა და სამი დაიჭრა, რასაც საგარეო საქმეთა მინისტრმა სტეფან სეჟურნმა “ბარბაროსობა” უწოდა.
„საფრანგეთი კიდევ ერთხელ გმობს რუსეთის თავდასხმებს“, – განაცხადა დიპლომატიური წყარომ. ”ის ასევე გმობს დეზინფორმაციის ზრდას, რომელიც სამიზნეში საფრანგეთს იღებს“, – თქვა მან.
ფრანკო-რუსული ურთიერთობები კიდევ უფრო დაიძაბა ბოლო კვირების განმავლობაში, მას შემდეგ რაც პარიზმა თქვა, რომ უკრაინაში მეტ შორი რადიუსის ფრთოსან რაკეტები გაგზავნის.
პარიზმა რუსეთი ცრუ ინფორმაციის გამუდმებით გავრცელებაში დაადანაშაულა. იანვრის ბოლოს პარიზმა უარყო ცნობები, თითქოს საფრანგეთს უკრაინაში დაქირავებული ჯარისკაცები ჰყავს გაგზავნილი. ეს მას შემდეგ რაც, რუსმა კანონმდებლებმა მიიღეს რეზოლუცია, რომელიც გმობს ფრანგ „დაქირავებულებს“ უკრაინაში. რუსეთს ამის მტკიცებულება არ წარუდგენია.
საფრანგეთმა ასევე დაადანაშაულა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში მას შემდეგ, რაც რუსმა ლიდერმა თქვა, რომ რაკეტები, რომლებმაც დონეცკის რეგიონში, რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს, რომელშიც უკრაინელი სამხედრო ტყვეები იმყოფებოდნენ, შესაძლოა საფრანგეთის საჰაერო თავდაცვის სისტემს ეკუთნოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – ჩვენი შვილების თაობა ნარკომანიამ წალეკა – ივანიშვილი, რომელსაც ქართველად მოაქვს თავი, კახელებს ელაპარაკება აღა-მაჰმად-ხანზე, 3 თუ 4 წლის წინ აქ მარიხუანას პლანტაციების კანონი შემოჰქონდა

მამუკა ხაზარაძე – როდესაც კარებს გიხურავენ ამერიკისა და ევროპის – სტრატეგიული პარტნიორების არენაზე, ქვეყანას წინ ვერ წაიყვან – ოთხ კვირაში ივანიშვილის და რუსული ოცნების ეპოპეა დამთავრდება