„ყველა მანქანა ჯარიმდება, არა მხოლოდ რუსული და ჩვენი მეზობელი ქვეყნების, არამედ არამეზობლისაც” – ვახტანგ გომელაური

„ყველა მანქანა ჯარიმდება, არა მხოლოდ რუსული და ჩვენი მეზობელი ქვეყნების, არამედ არამეზობლისაც” – ვახტანგ გომელაური
შს მინისტრობის კანდიდატ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, რუსული მანქანები ისევე ჯარიმდებიან, როგორც სხვები.
ამის შესახებ მან პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატების კითხვის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. დეპუტატებმა გომელაურს ჰკითხეს – რატომ არ ჯარიმდებიან რუსული სანომრე ნიშნების მქონე მანქანები.
მინისტრმა ის პროცესი განმარტა, რომლის მიხედვითაც უცხო ქვეყნის სანომრე ნიშნიანი მანქანები ჯარიმდებიან.
„ყველა მანქანა ჯარიმდება, არა მხოლოდ რუსული და ჩვენი მეზობელი ქვეყნების, არამედ არამეზობლისაც. აქამდე არ ჯარიმდებოდა, მართლა ასე იყო, მაგრამ უკვე დიდი ხანია, მას შემდეგ, რაც ში ომი დაიწყო, პროგრამა დაიწერა, და ახლა ჯარიმდებიან. ახლა მივიღეთ კანონი ასევე – თუკი დაჯარიმებული მანქანა გავა, ჯარიმის გადახდამდე ქვეყანაში ვერ შემოვა. უფლება არ გვაქვს ადამიანი 100-ლარიანი ჯარიმის გამო საზღვარზე დავაკავოთ, თუმცა როცა უკან შემოდის, უფლება გვაქვს ეს ადამიანები საზღვარზე არ შემოვუშვათ. ამიტომ იძულებული ხდებიან გადაიხადონ. აქამდე საერთოდ არ ჯარიმდებოდნენ“, – თქვა გომელაურმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – ჩვენი შვილების თაობა ნარკომანიამ წალეკა – ივანიშვილი, რომელსაც ქართველად მოაქვს თავი, კახელებს ელაპარაკება აღა-მაჰმად-ხანზე, 3 თუ 4 წლის წინ აქ მარიხუანას პლანტაციების კანონი შემოჰქონდა

მამუკა ხაზარაძე – როდესაც კარებს გიხურავენ ამერიკისა და ევროპის – სტრატეგიული პარტნიორების არენაზე, ქვეყანას წინ ვერ წაიყვან – ოთხ კვირაში ივანიშვილის და რუსული ოცნების ეპოპეა დამთავრდება