მიხეილ სარჯველაძე – თვალს ვადევნებთ მხოლოდ და მხოლოდ მცდელობას, ხელოვნურად შეიქმნას დაძაბულობის ახალი კერა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, 9 რეკომენდაციის შესრულების მიზნით შექმნილ სამუშაო ჯგუფებში, ოპოზიციის წარმომადგენლების გარკვეული ნაწილი ფორმალურად პროცესში მონაწილეობას მიიღებს, თუმცა მათი წვლილი ამ ყველაფერში ნულთან გათანაბრებული იქნება.
მისივე თქმით, სამუშაო ფორმატებში როგორც ოპოზიციის, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ.
მისივე თქმით, ახლა არის მცდელობ, რომ ხელოვნურად შეიქმნას დაძაბულობა.
„9 რეკომენდაციის შესრულების მიზნით სამუშაო ფორმატებში ოპოზიციაც და არასამთავრობო სექტორიც უნდა ჩაერთოს და ამ შესაძლებლობას უნდა გამოეხმაურონ, რომელიც ხელისუფლებამ რეალურად შექმნა. ეს შესაძლებლობა გულისხმობს, ერთი მხრივ, ყველა საპარლამენტო სუბიექტისთვის თანაბარ და სრულფასოვან შესაძლებლობას, რომ მონაწილეობა მიიღოს და პოზიტიური წვრილი ამ მუშაობაში შეიტანოს. მეორე მხრივ, ჩვენ საიმისოდ შექმნილი გვაქვს სისტემა, რომ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას შესაძლებლობა ჰქონდეს, თუ სურვილი აქვს, რომ კონსტრუქციული მონაწილეობა მიიღოს და რეალურად ეს განახორციელოს, ამისთვის შევარჩიეთ აღმოსავლეთ პარტნიორობის თანამშრომლობა, რისთვისაც არის ზოგადად ეს პლატფორმა გათვალისწინებული, შექმნილი. ამას ბუნებრივია მხარს უჭერს ყველა, ვინც ამ საქმეში, ასე ვთქვათ პოზიტიური წვრილის შემტანი შეიძლება იყოს. ჩემთვის გასაკვირი აღმოჩნდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ან ცალკეული ადამიანები ამ სფეროში, რომლებსაც მთლიანად სექტორი ჩრდილში ჰყავთ მოქცეული, მათი მხრიდან პლატფორმის დატოვება და შემდეგ რაღაც ხმამაღალი განცხადებების კეთება, თითქოს და მათ შესაძლებლობა არ ეძლევათ, რომ საკუთარი მოსაზრება წარადგინონ, ეს ბუნებრივია აბსოლუტური ფარსია. ასეთ შემთხვევაში თვალს ვადევნებთ მხოლოდ და მხოლოდ მცდელობას, რომ ხელოვნურად შეიქმნას დაძაბულობის ახალი კერა, თუ ვინმეს რაიმე სათქმელი აქვს რეალურად ამის შესაძლებლობა ჰქონდათ, აქვთ და ექნებათ“, – განაცხადა სარჯველაძემ.
დეპუტატის შეფასებით, კრიტიკულად მცირეა იმ პოლიტიკური ძალების რიცხვი, ვისაც გულწრფელად სურს სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა მიიღოს.
„სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ეს პარადიგმა უცვლელი დარჩება, რომ არსებობენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც გულწრფელად ეცდებიან მონაწილეობა მიიღონ, სამწუხაროდ, მათი რიცხვი არის კრიტიკულად მცირე, ასევე, იარსებებენ პოლიტიკური ძალები ოპოზიციაში, რომლებიც ეცდებიან, რომ ღიად და დემონსტრაციულად ხელი შეუშალონ პროცესს, მაქსიმალურად ფუნდამენტშივე დააზიანონ. მესამე, ეს იქნებიან ძალები, რომლებსაც რეალურად ის განზრახვა ექნებათ, რომ ხელი შეუშალონ, მაგრამ ამაზე საჯაროდ საუბარი ეუხერხულებათ, შესაბამისად, გარკვეულ სიმულაციას შექმნიან, რომ თითქოს და პოზიტიურად პროცესში მონაწილეობენ. ამიტომ, როგორც ჩანს, ისინი ფორმალურად მონაწილეობას პროცესში მიიღებენ, თუმცა მათი შენატანი ან პოზიტიური წვრილი ამ ყველაფერში ნულთან გათანაბრებული იქნება. აი, ასეთი მოცემულობაა. მაგალითად: ერთი პოლიტიკური ჯგუფი, თუ პარტია უკვე გამოჩნდა, რომელსაც მწვავე პრობლემები აქვს და ახლა ცდილობს პროცესების რადიკალიზაციის არდში დგომით შეიქმნას რაღაც უკეთესი რენომე, იმ საზოგადოებაში, რომელშიც შეიძლება რადიკალური ფორმები მისაღები იყოს. ნუ, როგორც ჩანს, ამით ცდილობენ გადაასწრონ რადიკალიზმში „ნაციონალური მოძრაობის“ ყველაზე რადიკალურ ფრთასაც კი“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

3 თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 379 პირია აღრიცხული, საიდანაც ყველაზე ბევრი – 66 ადამიანი, უკრაინის მოქალაქეა – ამავე პერიოდში საქართველოდან სხვა ქვეყნის 59 მოქალაქე გააძევეს

საქართველოში ლიეტუვის საელჩო – ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგენენ მათ პოზიციებს – ლიეტუვის საელჩოს არ შეუძლია კომენტარი გააკეთოს მსგავს განცხადებებზე