რონალდო და მესი შოკში ჩავარდნენ – “ალ ნასრის” მცველის სუპერგოლი მაიამის “ინტერთან” [VIDEO]

ამხანაგურ მატჩში “ალ ნასრმა” მაიამის “ინტერს” უმასპინძლა და 6:0 დაამარცხა. აღნიშნული შეხვედრა ტრავმის გამო კრიშტიანო რონალდომ გამოტოვა, ლიონელ მესი კი მოედანზე 83-ე წუთზე შევიდა.
მატჩის მე-12 წუთზე აიმერიკ ლაპორტემ მეტოქეს საკუთარი ნახევრიდან ულამაზესი გოლი გაუტანა.