აზერბაიჯანში თავდაცვის ინდუსტრიის სამინისტროს საწარმოში აფეთქება მოხდა

აზერბაიჯანში, შირვანის რეგიონში თავდაცვის ინდუსტრიის სამინისტროს ქარხანაში აფეთქება მოხდა. მიმდინარეობს გამოძიება.
შირვანის საქალაქო პროკურატურამ შეტყობინება შპს არაზის ქარხანაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით დაახლოებით 15:00-ზე მიიღო. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია სამი პირი.
პოლიციის წარმომადგენლები აფეთქების ადგილზე მუშაობენ და აუცილებელ ქმედებებს ატარებენ.
ვარაუდობენ, რომ შემთხვევა 120-მმ-იან ჭურვზე ჩაქუჩის მოხვედრამ გამოიწვია.