TripAdvisor-ი ტოპ-7 ტრენდულ ტურისტულ მიმართულებას ასახელებს

ტურისტულმა პლატფორმამ TripAdvisor-მა Travelers’ Choice Awards-ის მიხედვით 2024 წლის ყველაზე ტრენდული ტურისტული მიმართულებები დაასახელა. ამის შესახებ Tripadvisor.co.uk წერს.
Travel’s Choice Awards გამარჯვებულები არიან მიმართულებები, რომელთა სასტუმროებმა, რესტორნებმა და ატრაქციონებმა ყველაზე მეტი მიმოხილვა მიიღო 12 თვის განმავლობაში.
1. ტოკიო
ეს არის ადგილი, სადაც ერთმანეთს იაპონური ტრადიცია და პოპ-კულტურა ხვდება, სადაც შეგიძლიათ დაათვალიეროთ უძველესი ტაძრები და შემდეგ კარაოკე ბარში წვეულებაზე წახვიდეთ. TripAdvisor-ი ტურისტებს ურჩევს, რომ ისიამოვნონ ალუბლის აყვავებულ ხეივანში სეირნობით, მოინახულონ საიმპერატორო სასახლის ულამაზესი აღმოსავლურ ბაღები და დააგემოვნონ იაპონური სამზარეულო.
2. სეული
თანამედროვე ცათამბჯენებიდან და ნეონის განათებებით დაწყებული, ბუდისტური ტაძრებით, სასახლეებითა და პაგოდებით დამთავრებული, სეული ძველისა და ახლის მომხიბლავი ნაზავია. ეს არის ბიზნესის, კულტურისა და ფინანსური ცენტრი სამხრეთ კორეასა და მის ფარგლებს გარეთ. სეულშია ასევე მსოფლიოს უდიდესი კორპორაციების შტაბ-ბინები.
3. ჰალონგის ყურე
მოგზაურები სტუმრობენ ჰალონგის ყურეს, რათა ახლოდან დაათვალიერონ მისი საოცარი კუნძულები, კლდოვანი წარმონაქმნები და გამოქვაბულები.
4. პალავანის კუნძული
პალავანი არის სამოთხის ნაწილი, რომელიც სავსეა ეგზოტიკური, ველური ბუნებით, უცნაური მეთევზეთა სოფლებით და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებით.
5. საპა
ჩრდილო-დასავლეთის ქალაქი საპა ფერადი და მომხიბვლელია. TripAdvisor-ი მსურველებს ურჩევს, რომ ქალაქის ცენტრში ვიეტნამური ან ევროპული სამზარეულო მიირთვან და შაბათ საღამოს „სიყვარულის ბაზარი” არ გამოტოვონ.
6. ბოგოტა
10 მლნ ადამიანი უწოდებს ენერგიულ, ვნებიან, მრავალფეროვან ბოგოტას საკუთარ სახლს. კოლუმბიის ამ მეტროპოლიური გულის ენერგია ასობით ეკლექტიკური და ავთენტიკური კვების ობიექტით, ფანტასტიკური ღვინოებითა და ფესტივალებით იკვებება .
7. პატაია
პატაიაში მოგზაურობა შესანიშნავი გზაა ტაილანდის სანაპიროების შესასწავლად. ეს საუკეთესო ადგილია წყლის სპორტისა და მასაჟის მოყვარულებისთვის. ქალაქს თავზე გიგანტური ბუდა დაჰყურებს. აქ უამრავი ღამის ბარი და სტრიპტიზ-კლუბია, რომელიც ტურისტებს განსაკუთრებით იზიდავს.

ასევე დაგაინტერესებთ