კახეთში არასრულწლოვნის გაუპატიურების საქმეზე გამოძიება დაიწყო

კახეთში არასრულწლოვნის გაუპატიურების საქმეზე გამოძიება დაიწყო. არსებული ინფორმაციით, 14 წლის გოგონაზე ნათესავმა იძალადა, რის შემდეგაც თავდამსხმელი გოგონას ბიძამ დაჭრა.
მსხვერპლი და მოძალადე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლიდან არიან, თუმცა შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტში მოხდა.
დაჭრილი კაცი საგარეჯოს საავადმყოფოშია მოთავსებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. გოგონას ბიძა კი პოლიციამ დააკავა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება როგორც დაჭრის, ასევე გაუპატიურების მუხლებით.

ასევე დაგაინტერესებთ