უნგრეთის მთავრობა საფრთხეს უქმნის ევროკავშირის ღირებულებებს, ინსტიტუტებსა და ფონდებს – ევროპარლამენტის რეზოლუცია

უნგრეთის მთავრობა საფრთხეს უქმნის ევროკავშირის ღირებულებებს, ინსტიტუტებსა და ფონდებს,- ამის შესახებ ნათქვამია ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში. შესაბამის დოკუმენტს 345-მა ევროპარლამენტარმა მისცა ხმა, 104 წინააღმდეგი იყო, 29-მ კი თავი შეიკავა.
რეზოლუციაში ხაზგასმულია ევროკავშირის ინსტიტუტებისა და ღირებულებების დაცვის აუცილებლობა ევროკავშირის საბჭოში უნგრეთის თავმჯდომარეობის დროს.
ევროპარლამენტი გმობს უნგრეთის მთავრობის მიზანმიმართულ, მუდმივ და სისტემატურ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ევროკავშირის ფუნდამენტური ღირებულებების ძირის გამოთხრისკენ.
რეზოლუციაში დეპუტატები შეშფოთებას გამოთქვამენ უნგრეთში დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების შესუსტების გამო, კერძოდ, ახლახან მიღებული „ეროვნული სუვერენიტეტის დაცვის” კანონმდებლობის გამო, რომელსაც ს „უცხოური აგენტების კანონს“ ადარებენ.
ევროპარლამენტარები გმობენ პრემიერ-მინისტრის, ს ქმედებებს, რომელმაც გასულ დეკემბერს დაბლოკა ევროკავშირის გრძელვადიანი ბიუჯეტი, უკრაინის დახმარების პაკეტთან ერთად. აღნიშნული ქმედება რეზოლუციაში შეფასებულია, როგორც ევროკავშირის სტრატეგიული ინტერესების აბსოლუტური უპატივცემულობა და დარღვევა. ევროპარლამენტის წევრები აღნიშნავენ, რომ ევროკავშირი არ უნდა დაემორჩილოს შანტაჟს.

ასევე დაგაინტერესებთ