საქართველოში საპროტესტო აქციების კლების პარალელურად, დასავლელი “პარტნიორები” ზეწოლის სხვა ინსტრუმენტებს მიმართავენ და ხელისუფლებას ქიმიური იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებენ

საქართველოში საპროტესტო აქციების კლების პარალელურად, დასავლელი “პარტნიორები” ზეწოლის სხვა ინსტრუმენტებს მიმართავენ და ხელისუფლებას ქიმიური იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებენ
“ფაქტმონიტორის” ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია X-ზე საქართველოს შესახებ BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას ეხმიანება და ამბობს, რომ საპროტესტო მუხტის კლების პარალელურად დასავლელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ზეწოლის ალტერნატიულ მექანიზმებს იყენებენ.
“BBC-ის ცილისწამება საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ. საქართველოში საპროტესტო აქციების ჩაცხრობის პარალელურად, დასავლელი „პარტნიორები“ სხვა დადასტურებულ ზეწოლის ინსტრუმენტებს მიმართავენ. მედია საქართველოს ხელისუფლებას საპროტესტო აქციების დასაშლელად ქიმიური იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებს”- წერს ვახტანგ თოფურია.

ასევე დაგაინტერესებთ

უფრო მკაცრი უნდა იყოს ჩვენი ხელისუფლება და ინსტიტუტები საქართველოს იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებენ და გადაუმოწმებელ, დაუდასტურებელ ინფორმაციას მტკიცებით ფორმაში აწვდიან უცხო ქვეყნებს