ზურაბ გურიელიძის განცხადებით, ზოოპარკის მიმდებარედ მცხოვრებლებმა გაითვალისწინეს თხოვნა და ახალი წლის ღამეს პიროტექნიკის გამოყენებისგან თავი შეიკავეს

ზურაბ გურიელიძის განცხადებით, ზოოპარკის მიმდებარედ მცხოვრებლებმა გაითვალისწინეს თხოვნა და ახალი წლის ღამეს პიროტექნიკის გამოყენებისგან თავი შეიკავეს
ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე აცხადებს, რომ ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლებმა გაითვალისწინეს თხოვნა და ახალი წლის ღამეს პიროტექნიკის გამოყენებისგან თავი შეიკავეს.
ზურაბ გურიელიძემ ამისთვის მოსახლეობას მადლობა გადაუხადა.
„წინა წლებთან შედარებით, გაცილებით მშვიდად ჩაიარა. ზოოპარკის ახლოს მცხოვრებლებმა, როგორც ჩანს, გაითვალისწინეს ჩვენი თხოვნა და სროლები არ ყოფილა, შორიდან კი ნაკლებად მოქმედებს ხოლმე. ამიტომ ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა. ამისთვის მადლობა ჩვენს მეზობლებს. ზოოპარკის გარშემო ვინც ცხოვრობს, იქიდან სროლები არ ყოფილა. ჩვენი ვეტექიმი იმყოფებოდა ღამე ადგილზე და ეს მისი ინფორმაციაა“, – განაცხადა ზურაბ გურიელიძემ.