რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ღამით რუსეთის ცხრა რეგიონსა და შავი ზღვის თავზე 93 უკრაინული დრონის ჩამოგდების შესახებ განაცხადა.
აქედან 19 დრონი, რუსეთის ცნობით, მოსკოვის რეგიონში ჩამოაგდეს.
მოსკოვის ჩრდილოეთით მდებარე ზელენოგრადში ერთ-ერთი ჩამოგდებული დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად, მანქანებს ცეცხლი გაუჩნდა.
დრონით თავდასხმის გამო, მოსკოვის ყველა აეროპორტმა — შერემეტიევომ, დომოდედოვომ, ვნუკოვომ და ჟუკოვსკიმ — ფრენები დროებით შეაჩერა.
ამავდროულად, კიევის ცნობით, ღამით რუსეთმა 57 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა უკრაინის მიმართულებით, 18 ჩამოაგდეს, ხოლო კიდევ 7 დაკარგულად ითვლებოდა.
სამხედროების ცნობით, თავდასხმა განხორციელდა ზაპოროჟიეზე და დონეცკის, ხარკოვის, სუმისა და დნეპროპეტროვსკის ოლქების ფრონტის ხაზის ტერიტორიებზე.
