გიორგი წიტაიშვილმა ლა ლიგა 2-ში სადებიუტო გოლი გაიტანა

ლა ლიგა 2-ის მე-7 ტურში “გრანადა” გასვლაზე “ბურგოსს” ესტუმრა, მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. “გრანადას” შემადგენლობაში ერთ-ერთი გამორჩეული გიორგი წიტაიშვილი გახლდათ, ქართველმა ესპანეთის რანგით მეორე ლიგაში სადებიუტო გოლის გატანა მოახერხა, “წიტას” გოლს 72-ე წუთზე ლისანდრო ლოპესმა უპასუხა, გატანილი გოლიდან 1 წუთში კი მანუ ტრიგეროსმა “გრანადა” კვლავ წინ გაიყვანა. 77-ე წუთზე ბორხა სანანჩეზის გოლით “ბურგოსმა” ანგარიში კვლავ გაათანაბრა, დარჩენილ დროში კი აღარაფერი შეცვლილა…
წიტაიშვილმა მოედანზე 79 წუთი გაატარა, გიორგი ესპანელმა პაბლო საენზმა შეცვალა.
შეგახსენებთ, ქართველის გუნდი სატურნირო ცხრილში 7 ქულით მე-16 ადგილს
იკავებს, “ბურგოსი” 14 ქულით მე-3 ადგილზეა.
“გრანადა” მორიგ მატჩს 5 ოქტომბერს, “მირანდესის” წინააღმდეგ გამართავს.
ცნობისთვის, ლა ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილს ამ მომენტისთვის გიორგი ქოჩორაშვილის “ლევანტე”, 14 ქულით ლიდერობს, თუმცა მეორეადგილოსან სანტანდერის “რასინგს” ერთით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული.
სპეციალურად საიტისთვის მოამზადა გიორგი ყარმაზანაშვილმა