UFC-ის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი ფილარმონიასთან გულშემატკივარს ხვდება

UFC-ის ქართველი ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზთან გულშემატკივარს ხვდება. ადგილზე დამონტაჟებულია მონიტორი, წარწერით “კეთილი იყოს შენი დაბრუნება ჩემპიონო”. გულშემატკივრები სკანდირებდნენ: მერაბ, მერაბ. ისინი ჩემპიონს აპლოდისმენტებითა და ხმამაღალი შეძახილებით შეხვდნენ.
მან გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სამომავლოდ წარმატებისთვის ყველაფერს გააკეთებს და ყოველთვის ბოლომდე დაიხარჯება.
სამშობლოში დაბრუნებულ მერაბ დვალიშვილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ, რის შემდეგაც მსვლელობით ფილარმონიასთან გადმოინაცვლეს.
ცნობისთვის, UFC-ის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა. შედეგად, დვალიშვილი UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა. მერაბ დვალიშვილი მეორე ქართველი მებრძოლია, რომელიც UFC-ის ჩემპიონი გახდა. შეგახსენებთ, რომ 2024 წლის თებერვალში ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი, ილია თოფურია გახდა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – სერგეი ლავროვის განცხადება პოზიტიურია, თუმცა ამ განცხადებებთან ერთად კარგი იქნებოდა პარალელურად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, როგორიცაა საქართველოს ტერიტორიიდან ჯარის გაყვანა