ძლიერმა ქარმა ზუგდიდში პრობლემები შექმნა

ძლიერმა ქარმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის პრობლემები შექმნა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ძლიერი ქარის შედეგად წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ელექტრო გადამცემი ბოძები, რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულს შეუწყდა ელექტრო ენერგიის მიწოდება, ქალაქში აბონენტებს წყალმომარაგება შეუწყდათ. შესაბამისი სამსახურები პრობლემების აღმოსაფხვრელად მუშაობენ.
ინფორმაციის თანახმად, არსებულ ვითარებას ადგილზე ზუგდიდის მერი, მამუკა წოწერია, მოადგილეებთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილე, ნინო ვიბლიანთან ერთად ეცნობა.
მათივე ცნობით, სამუშაოებს ა(ა)იპ „კეთილმოწყობის მართვის ცენტრი“ შესაბამის სამსახურებთან ერთად ახორციელებს.