„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

ოზურგეთის მერი, ავთანდილ თალაკვაძე და „ქართული ოცნების“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის ხელმძღვანელი – დავით დარჩია და სოფელ ბაილეთის, სილაურისა და ჯუმათის მოსახლეობას შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ავრცელებს.
ავთანდილ თალაკვაძის თქმით, მისი გუნდი აფსებს მოქალაქეების მხარდაჭერას და 26 ოქტომბერს მათთან ერთად გაიმარჯვებს.
„აქტიურად განვაგრძობთ ოზურგეთში მოსახლეობასთან შეხვედრებს. სოფლებში და ქალაქში გამართულ შეხვედრებზე ვსაუბრობთ ამ არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების მნიშვნელობაზე, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, გაწეულ სამუშაოზე და სამომავლო გეგმებზე. ვაფასებთ ჩვენი თანამოქალაქეების ძლიერ მხარდაჭერას! მჯერა, 26 ოქტომბერს მათთან ერთად გავიმარჯვებთ! მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ!“,- აღნიშნა ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – ჩვენი შვილების თაობა ნარკომანიამ წალეკა – ივანიშვილი, რომელსაც ქართველად მოაქვს თავი, კახელებს ელაპარაკება აღა-მაჰმად-ხანზე, 3 თუ 4 წლის წინ აქ მარიხუანას პლანტაციების კანონი შემოჰქონდა

მამუკა ხაზარაძე – როდესაც კარებს გიხურავენ ამერიკისა და ევროპის – სტრატეგიული პარტნიორების არენაზე, ქვეყანას წინ ვერ წაიყვან – ოთხ კვირაში ივანიშვილის და რუსული ოცნების ეპოპეა დამთავრდება