ხაშურში 44 წლის დავით ძულიაშვილს მეხუთე დღეა ეძებენ

ხაშურში 44 წლის დავით ძულიაშვილს მეხუთე დღეა ეძებენ
ოჯახი და ახლობლები დავით ძულიაშვილს ეძებენ. 44 წლის კაცი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეკმიდან 25 სექტემბერს დილის ხუთ საათზე გავიდა სახლიდან და მას შემდეგ არ გამოჩენილა.
ახლობლების ინფორმაციით, დავით ძულიაშვილი შავგვრემანია, მოკლე წვერით, დაკარგვის დღეს ეცვა შავი სპორტული ზედა, მუქი ჯინსის შარვალი, შავი სპორტული ფეხსაცმელი.
“სავარაუდოდ გონება არეული აქვს, შეიძლება მეხსიერება დაკარგული ჰქონდეს, მაშველები ეძებენ ვერსად ვიპოვეთ, ვვარაუდობთ ხაშური-სურამის ტერიტორიაზეა ჯერჯერობით,”– აცხადებს დავით ძულიაშვილის მეუღლე ნინო ხვედელიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – როდესაც კარებს გიხურავენ ამერიკისა და ევროპის – სტრატეგიული პარტნიორების არენაზე, ქვეყანას წინ ვერ წაიყვან – ოთხ კვირაში ივანიშვილის და რუსული ოცნების ეპოპეა დამთავრდება