თამარ კორძაია აცხადებს, რომ ემიგრანტების ხმების დაცვასთან დაკაშირებულ სარჩელზე გადაწყვეტილებას საქალაქო სასამართლო ხვალ გამოაცხადებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია ს მონებით არის გატენილი. ეჭვი მაქვს, ხვალ სასამართლოშიც დადასტურდება, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებების შემსრულებელ კანტორად იქცა ეს შენობა, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ს ამტკიცებს, რომ მათი სარჩელი უსაფუძვლო იყო და მათ საერთოდ არ ევალებათ საქართველოს მოქალაქეების, ემიგრანტების ინტერესების დაცვა.
თამარ კორძაიას განცხადებით, ემიგრანტების ხმების დაცვასთან დაკაშირებულ სარჩელზე გადაწყვეტილებას სასამართლო ხვალ გამოაცხადებს
“ცენტრალური საარჩევნო კომისია ბიძინა ივანიშვილის მონებით არის გატენილი. ეჭვი მაქვს, ხვალ სასამართლოშიც დადასტურდება, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებების შემსრულებელ კანტორად იქცა ეს შენობა. ხვალ 10:30-ზე გამოაცხადებენ გადაწყვეტილებას. მეორე მხარე ამტკიცებს, რომ ჩვენი სარჩელი უსაფუძვლო იყო და მათ საერთოდ არ ევალებათ საქართველოს მოქალაქეების, ემიგრანტების ინტერესების დაცვა. ეს თურმე მათი ფუნქცია არ არის. ჩვენ ვითხოვდით, რომ განკარგულება ცნონ ბათილად, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დაავალონ საკითხის საფუძვლიანად შესწავლა და ყველა ღონისძიების განხორციელება იმისთვის, რომ უბნები გაიხსნას. ცესკო ამბობს, რომ მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებს ვეყრდნობიო მაშინ, როდესაც ეს საკმარისი არ არის, იმიტომ რომ საქართველოს მოქალაქეები, რომელიც საკონსულოს აღრიცხვაზე არ არიან, არ კარგავენ საარჩევნო ხმის უფლებას საზღვარგარეთ. მეტიც, საერთოდ თუ არ არიან საზღვარგარეთ რეგისტრირებული, მაინც არ კარგავენ ხმის უფლებას. უბრალოდ, საქმე იმაშია, რომ არ უნდათ კონსტიტუციის და კანონის დაცვა, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილისგან აქვთ ასეთი დავალება მიღებული“, – აღნიშნა კორძაიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – როდესაც კარებს გიხურავენ ამერიკისა და ევროპის – სტრატეგიული პარტნიორების არენაზე, ქვეყანას წინ ვერ წაიყვან – ოთხ კვირაში ივანიშვილის და რუსული ოცნების ეპოპეა დამთავრდება