ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ლიკვიდირებულია „ჰეზბოლას“ კიდევ ერთი მეთაური

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში განხორციელებული საჰაერო იერიშის დროს „ჰეზბოლას“ კიდევ ერთი მაღალი თანამდებობის პირი, ნაბილ კაუკი დაიღუპა.
ს არმიაში განმარტავენ, რომ კაუკი იყო „ჰეზბოლას“ უსაფრთხოების პრევენციული განყოფილების მეთაური და დაჯგფების ცენტრალური საბჭოს უფროსი წევრი.
„კაუკი პირდაპირ იყო ჩართული ისრაელის სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმების მომზადებაში”, – აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.
„ისრაელის თავდაცვის ძალები გააგრძელებს ტერორისტული ორგანიზაცია „ჰეზბოლას“ მეთაურების ლიკვიდაციას და იმოქმედებს ყველას წინააღმდეგ, ვინც ისრაელის სახელმწიფოს მოქალაქეებს ემუქრება“, – აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ