თამარ კორძაია – ლავროვი თავისი განცხადებით ადასტურებს იმას, რომ შეხმატკბილებით მუშაობს „ქართულ ოცნებასთან“

„ქართული ოცნება“ აგრძელებს ყალბი დილემებით საზოგადოების წინაშე წარდგომას და რა თქმა უნდა, ზიზღის, სიძულვილის და მტრობის გაღვივებას, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნებას“ ქვეყნის აღმშენებლობის განვითარების თვალსაზრისით არცერთი დაპირება არ აქვს.
„ქართული ოცნება“ აგრძელებს ყალბი დილემებით საზოგადოების წინაშე წარდგომას და რა თქმა უნდა, ზიზღის, სიძულვილის და მტრობის გაღვივებას. იმიტომ რომ არცერთი დაპირება არ აქვს ქვეყნის აღმშენებლობის განვითარების თვალსაზრისით. მხოლოდ განადგურებას ჰპირდება საქართველოს მოქალაქეებს და განადგურების მომხრეები ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არ არიან“, – აღნიშნა კორძაიამ.
გარდა ამისა, კორძაია გამოეხმაურა ს საგარეო საქმეთა მინისტრის, ს განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ „მოსკოვი მზადაა დაეხმაროს საქართველოს, „აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში“, თუკი თავად „ქვეყნები“ დაინტერესდებიან ამით.
კორძაიამ აღნიშნა, რომ ლავროვი, თავისი განცხადებით ადასტურებს იმას, რომ შეხმატკბილებით მუშაობს „ქართულ ოცნებასთან“ და ბიძინა ივანიშვილთან.
„ლავროვი, რა თქმა უნდა, თავისი განცხადებით ადასტურებს იმას, რომ შეხმატკბილებით მუშაობს „ქართულ ოცნებასთან“ და ბიძინა ივანიშვილთან. ძალიან სამარცხვინოა „ქართული ოცნებისთვის“ ის, რომ ლავროვი საქართველოს ხელისუფლებას უწონებს თანამშრომლობის სურვილს ე.წ რუსეთის მიერ აღიარებულ დამოუკიდებელ სახელმწიფოებთან. ამაზე მეტი სირცხვილი, როგორ შეიძლება საქართველოს ხელისუფლებამ ჭამოს თავისი ქმედების შესაბამისად“, – განაცხადა კორძაიამ.

ასევე დაგაინტერესებთ