Visa-სთან თანამშრომლობით, TransferGo მომხმარებლებს ცენტრალურ აზიაში, კავკასიასა და მოლდოვაში Visa ბარათებზე გამარტივებულ გადარიცხვებსა და ქეშბექს სთავაზობს

ლონდონი, დიდი ბრიტანეთი – 2024 წლის 30 სექტემბერი – Visa, ციფრული გადახდების მსოფლიო ლიდერი, აგრძელებს თანამშრომლობას TransferGo-სთან. ახალი ერთობლივი კამპანიის ფარგლებში, TransferGo-ს მომხმარებლებს შესაძლებლობა ეძლევათ, ისარგებლონ 5%-მდე ქეშბექით ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან VISA ბარათებზე თანხის გადარიცხვისას 9 ქვეყანაში (მათ შორის ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნებსა და მოლდოვაში).
მომხმარებლები, რომლებიც 1-ელი აგვისტოდან 31 ოქტომბრამდე, 200 ევროს (ან სხვა ვალუტის შესაბამის თანხას) გადარიცხავენ ევროკავშირის ან დიდი ბრიტანეთის ბარათებიდან და საბანკო ანგარიშებიდან Visa-ს ბარათებზე ცენტრალურ აზიაში, კავკასიასა და მოლდოვაში, მიიღებენ 10 ევროს ოდენობის ქეშბექს (ან მის ეკვივალენტს). ინიციატივა როგორც ახალ, ისე არსებულ მომხმარებლებზე ვრცელდება.
“ახალი ინიციატივა აუმჯობესებს ფულადი გზავნილების ღირებულებას და ხაზს უსვამს ჩვენს მისიას – უზრუნველვყოთ უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი ფინანსური მომსახურება და ამავდროულად მხარი დავუჭოროთ გლობალურ ფინანსურ ინკლუზიურობას”, – ანასტასია ფომენკო, TransferGo-ს რეგიონული ზრდის მენეჯერი.
“აღსანიშნავია ისიც, რომ Visa-სთან თანამშრომლობის ფარგლებში, ოლიმპიურმა და პარაოლიმპიურმა სპორტსმენებმა არდან გალიმილიმ, ოქსანა ჩუსოვიტინამ და ლაშა ბექაურმა ასევე მხარი დაუჭირეს TransferGo-ს საერთაშორისო ციფრული გადახდებისა და ფინანსური ინკლუზიურობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიასაც, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდით”, – უდაი კაუშიკ პატელი, Visa-ს უფროსი კლიენტების მარკეტინგის ლიდერი.
ცენტრალური აზიის და კავკასიის რეგიონებში, ისევე როგორც მოლდოვაში TransferGo-ს ტრანზაქციების მოცულობა ბოლო 24 თვეში 170%-ით გაიზარდა, თანხების ნაკადი კი 181%-ით. ეს აღმავალი ტენდენცია კიდევ ერთხელ ადასტურებს ფულის გადარიცხვის უფრო სამართლიანი შესაძლებლობების საჭიროებას და ეხმიანება TransferGo-ს მისიას.
VISA-სთან თანამშრომლობით TransferGo-მ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი მარკეტინგული კამპანია წამოიწყო, სადაც ჩემპიონები წარმოდგენილნი არიან ყოველდღიურ გმირებთან ერთად – TansferGo-ს მომხმარებლებთან, რომლებიც სხვა ქვეყნებიდან აძლიერებენ სამშობლოში მყოფ ოჯახის წევრებსა და მეგობრებს.
TransferGo-ს შესახებ:
TransferGo გლობალური ფინტექია, რომელიც მარტივი და ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ქმნის უფრო სამართლიან სამყაროს მილიონობით მსოფლიო მოქალაქისთვის. ინოვაციების 12-წლიანი ისტორიით, TransferGo აგრძელებს ფინანსური ბარიერების რღვევას და მხარს უჭერს 7 მილიონზე მეტ მომხმარებელს 160 ქვეყანაში.
(R)

ასევე დაგაინტერესებთ