“ასეთ მაგარ წინადადებაზე თქვა უარი” – “ნაპოლის” ყოფილი ფეხბურთელი მარიო რუიზე

“ნაპოლის” განაპირა მცველი მარიო რუი მიმდინარე სეზონში მოედანზე არ გვინახავს. “პარტენოპეის” მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ გუნდში მოსვლისთანავე პორტუგალიელს განუცხადა, რომ მის სამომავლო გეგმებში არ შედიოდა და კლუბიდან წასვლა ერთადერთი გამოსავალი იყო. მიუხედავად ამისა, რუიმ რამდენიმე წინადადება იუარა და “ნაპოლიში” დარჩა.
გამოცდილი ფეხბურთელი ამჟამად პირველი გუნდისგან განცალკევებით ვარჯიშობს.
“ნაპოლის” ყოფილი მოთამაშის ემანუელე კალაიოს ცნობით, რუის “სან პაულო” წელიწადში 5 მილიონ ევროს სთავაზობდა, თუმცა პორტუგალიელმა აღნიშნული წინადადება დაბლოკა.
“მარიო რუი ანტონიო კონტეს ახალ სისტემაში იდეალურად ჩაჯდებოდა, რეალური პრობლემა ის გახლავთ, რომ რუი
ახალი მწვრთნელის გეგმებში არ შედის.
ვიცი, რომ მარიომ გასულ ზაფხულს დიდ ფულზე თქვა უარი. მას “სან პაულო” ყოველწლიურად 5 მილიონ ევროს სთავაზობდა”, – განაცხადა კალაიომ.