დამმუშავებელ მრეწველობაში $55.5 მლნ-ის FDI ჩაიდო – TOP-ინვესტორი კომპანიები და სექტორები

წელს II კვარტალში საქართველოს ეკონომიკის დამმუშავებელი მრეწველობის დარგში 55.5 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა. 2024 წლის პირველ ნახევარში ამ მიმართულებით შემოსული FDI-ის მოცულობამ 83.4 მლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის რიცხვთან შედარებით ნაკლებია. 2023 წლის პირველ კვარტალში დამმუშავებელ მრეწველობაში 268.2 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, II კვარტალში ეკონომიკის სექტორების რეიტინგში, სადაც ყველაზე მეტი FDI ჩაიდო, დამმუშავებელი მრეწველობა მესამე ადგილს იკავებდა.
BM.GE-მ საქსტატიდან გამოითხოვა უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნებისა და კომპანიების ჩამონათვალი, საიდანაც აპრილ-ივნისში დამმუშავებელ მრეწველობაში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ჩაიდო. მიღებული პასუხიდან ირკვევა, რომ ქვეყნების რეიტინგში პირველ ადგილს გაერთიანებული სამეფო იკავებს. რეიტინგი და FDI-ის მოცულობები კი ასეთია:
· გაერთიანებული სამეფო – $32.4 მლნ;
· ნიდერლანდები – $15.6 მლნ;
· ლატვია – $9 მლნ;
· აზერბაიჯანი – $814 ათასი;
· – $732 ათასი;
· ირანი – $479 ათასი;
· ლიბანი – $447 ათასი;
· – $217 ათასი;
· – $129 ათასი;
· ბელგია – $32 ათასი.
დამმუშავებელ მრეწველობაში II კვარტალის -ინვესტორი კომპანიების ჩამონათვალი რეიტინგის მიხედვით არ არის დალაგებული და პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:
· შპს აჭარა ტექსტილე
· სს მინა
· შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია, რომელსაც სახელი ოფიციალურად სექტემბერში შეეცვალა და დღეს „ქართული ცემენტი“ ეწოდება
· შპს ჯეოსთილი
· აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი
წყარო: bm.ge