“ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დელეგატი ზუკა რურუა, ვაკის რაიონში, მრგვალ ბაღში მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაცაის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.
დელეგატმა შეხვედრაზე ისაუბრა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, 26 ოქტომბრის არჩევნებზე, მიმოიხილეს დასრულებული და მიმდინარე პროექტები. ასევე, განიხილეს სამომავლო გეგმები.
„ვაკის მოსახლეობას ერთგულება გამოვუცხადე – მთელი ცხოვრება ვცდილობდი, ჩემი ქვეყანა მესახელებინა პროფესიულ საქმიანობაში და დიდი პატივია, რომ ახლა ამ პოზიციიდან ერთგულების დამტკიცების შესაძლებლობა მომეცა.
26 ოქტომბერს ჩვენ ავირჩევთ ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას და მშვიდობას ქვეყანაში“,- განაცხადა ზუკა რურუამ.
მისი თქმით, საღამო კიდევ უფრო დასამახსოვრებელი გახადა ზუკა ხუციშვილის მონაწილეობამ, რომელმაც დამსწრე საზოგადოებისთვის რამდენიმე სიმღერა შეასრულა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, ვაკის გამგებელი -დავით კვინიკაძე, ვაკის მაჟორიტარი – ნოდარ ტურძელაძე და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე – გიორგი ტყემალაძე.