საბას ვეღარ აჩერებენ – ლობჟანიძის მორიგი გოლი MLS-ში [VIDEO]

MLS-ის მორიგ ტურში საბა ლობჟანიძის “ატლანტა იუნაიტედი” “ფილადელფია უნიონს” დაუპირისპირდა, მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.
თავდაპირველად “ფილადელფია” დაწინაურდა, თუმცა “ატლანტას” ქართველმა ლეგიონერმა საბა ლობჟანიძემ თავით ანგარიში გაათანაბრა და საკუთარი გუნდი მარცხისგან იხსნა.
საბამ “ატლანტა იუნაიტედის” მაისურით მიმდინარე სეზონში 27 მატჩში 8 გატანილი გოლი და 6 საგოლე პასია, მისი გუნდი MLS-ის სატურნირო ცხრილში 34 ქულით მე-11 ადგილს იკავებს.