სომხური ეკლესია ვარაგას მთაზე ჯვართამაღლებას აღნიშნავს

დღეს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია ვარაგას წმინდა მთაზე ჯვართამაღლებას ზეიმობს.
მათივე ცნობით, ჯვართამაღლება ვარაგას მთაზე სომხურ ეკლესიაში ჯვრისადმი მიძღვნილ დღესასწაულთაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია და იგი VII საუკუნიდან აღინიშნება და განსაკუთრებულ დღესასწაულად ითვლება.
„რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დღესასწაულს ულოცავს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას, მის საქართველოს ეპარქიასა და მრევლს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ